მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში სასმელი წყლის სისტემაზე
წნევის მარეგულირებლის მოწყობისათვის 151 573 ლარის ღირებულების
ტენდერი გამოცხადდა.
პროექტი ითვალისწინებს სოფელ საბირქენდისა და წერეთლის მიმართულებით
წყალმომარაგების ქსელში მაღალი წნევის შემცირების მიზნით ორი ერთეული
წნევის რეგულატორის მოწყობას შესაბამისი სარეგულაციო ჭებით.
საპროექტო გადაწყვეტის მიხედვით, სატუმბი სადგურიდან წყალი დაახლოებით
21 ატმოსფერო წნევით მიეწოდება ქსელს, რის გამოც ერთი რეგულატორი
საკმარისი არ არის წნევის
საჭირო დონემდე – დაახლოებით 6 ატმოსფერომდე
– დასაწევად. ამიტომ მილსადენზე მიმდევრობით მოეწყობა ორი წნევის
რეგულატორი, რომლებიც განთავსდება ინდივიდუალურ რკინაბეტონის
ჭებში.
“მშენებლობის ძირითადი სამშენებლო მასალით ნაკეთობებით და
ნახევარფაბრიკატებით უზრუნველყოფის წყაროები მოწოდებული სამშენებლო
მასალები უნდა იყოს სერტიფიცირებული. შემოტანილი სამშენებლო მასალები
და ნაკეთობების უნდა შესაბამებოდეს სერთიფიკატების შესაბამისობა და
ხარისხი წარმოადგენენ საშემსრულებლო დოკუმენტაციის განუყოფელ ნაწილს.
მასალების და ნაკეთობების ღირებულება განისაზღვრება პირდაპირი
ხელშეკრულებით დამკვეთსა და ქარხანა-დამამზადებელს ან
ფირმა-მომწოდებელს შორის. “ - წერია პროექტში.
ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 23-26 მარტის პერიოდში
შეეძლებათ.
გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან
მუნიციპალიტეტს 150 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.