ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიამ
ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ მარნეულსა და ბოლნისში,
წყალმომარაგების სისტემის მონიტორინგის პროცესში უკანონო მიერთების
რამდენიმე ფაქტი გამოავლინა. მათივე გავრცელებული ინფორმაციის
მიხედვით, შემოწმებები კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფებმა ჩაატარეს.
გამოვლინდა, რომ ცალკეული ობიექტები
წყალმომარაგებისა და წყალარინების
ინფრასტრუქტურით შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე
სარგებლობდნენ.
კომპანია ქსელის კონტროლსა და მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ
რეჟიმში აგრძელებს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მოქალაქეებს
მოუწოდებს, წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებით ისარგებლონ
მხოლოდ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად.