ახლოლალოში შიდა გზების დაგება 684 323 ლარად იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ ახლოლალოში შიდა გზების დაგებას გეგმავს. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ახლოლალოში შიდა გზები 5 მონაკვეთზე დაიგება.

“არსებული საპროექტო მონაკვეთი მდებარეობს მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეულში და წარმოადგენს სოფელ ახლოლალოს შიდა გზებს, რომელიც შედგება ხუთი ღერძისაგან. ღერძი 1-ის სიგრძე შეადგენს-615 მეტრს, ღერძი 2-ის სიგრძე შეადგენს-403 მეტრს, ღერძი 3-ის სიგრძე შეადგენს209 მეტრს, ღერძი 4-ის სიგრძე შეადგენს-104

მეტრს, ხოლო ღერძი 5-ის სიგრძე შეადგენს-62 მეტრს ხუთივე მონაკვეთი მთლიანად მოხრეშილია, რომლებიც მდებარეობს მჭიდროდ დასახლებულ უბნებში. ხუთივე ღერძზე მოსაწესრიგებელია მიერთებები და ეზოში შესასვლები, აგრეთვე ღერძი 1-ზე, ღერძი 2-ზე და ღერძი 5-ზე მოსაწესრიგებელია სანიაღვრე სისტემა, ხოლო ღერძი 3-ზე და ღერძი 4-ზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა პროექტით გათვალისწინებული არ არის”.
- აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ ახლოლალოში შიდა გზების დაგებას 684 323 ლარად გეგმავს.

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება დაინტერესებულ პირებს 2-დან 7 მაისამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 360 დღის განმავლობაში შეასრულოს.

რადიო “მარნეული”

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები