მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლი ოთხი ჩერშენბეს აღნიშნავს.
ღონისძიება 18 მარტს, კულტურის სახლის სკვერშია დაგეგმილი.
“ვზეიმობთ ახალი სიცოცხლის, ჰარმონიისა და ცვლილებების
დღესასწაულს. ვაერთიანებთ ოთხი სტიქიის შთაგონებას, ენერგიასა და
ძალას შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ საერთო საზეიმო
განწყობა” - წერს კულტურის სახლი სოციალურ ქსელში
გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიება 16:00 საათიდან დაიწყება.