მარნეულში ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავ ღონისძიებაზე აზერაიჯანიდამ
მოწვეული მომღერალი „დამლა“ (მასუმა მამედოვა) იმღერებს.
ინფორმცასის აფიკ ნოვრუზოვი (“ნატო”) ავრცელებს და ვიდეო მიმართვაში
ამბობს, რომ ღონისძიებას თავად გაუძღვება. მარნეულის მერია ნოვრუზ
ბაირამის დღესასწაულის ორგანიზებისთვის 132 500 ლარს დახარჯავს.
თავდაპირველად მუნიციპალიტეტი ღონისძიების გამართვას 215 397 ლარად
გეგმავდა, თუმცა ტენდერის შედეგად თანხა შემცირდა.
შესყიდვის პროცესში მონაწილეობა ექვსმა პრეტენდენტმა მიიღო.
გამარჯვებულად კი
ყველაზე დაბალი ფასის შემთავაზებელი კომპანია „შპს
გეოპროფი“ გამოვლინდა. აღნიშნულმა კომპანიამ მარნეულის მერიის ტენდერი
ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნასთან დაკავშირებით გასულ წელსაც მოიგო.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მარნეულში ნოვრუზ-ბაირამის
დღესასწაულზე აზერბაიჯანიდან მოწვეულ მომღერალს 5 000 ლარს
გადაუხდიან.
დღესასწაულისათვის ასევე იგეგმება ინდივიდუალური შემსრულებლების
მოწვწვა 8 000 ლარად.
“ქართულენოვანი ქალაქური ჟანრის სიმღერების შემსრულებელი, ქალბატონი,
ასაკი 41 წელი, საკონცერტო სცენაზე სიმღერის 22 წლიანი გამოცდილებით,
რეპერტუარის ხანგრძლივობა 30 წთ. აზერბაიჯანული სიმღერების
პროფესიონალი შემსრულებელი 1 მამაკაცი, ასაკი 28 წ. ხანგრძლივობა 15
წთ.” - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
კიდევ ერთი მუსიკალური პერფორმანსი DJ-იქნება, რომელსაც მერია 1000
ლარად დაიქირავებს.
ნოვრუზის დღესასწაულზე აინთება ტრადიციული კოცონი. რომლის დანთებაშიც
1 500 ლარი დაიხარჯება.