სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო პატრიარქის
გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სამძიმრის წერილს
აქვეყნებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის
გარდაცვალების გამო.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ილია მეორის მრავალწლიანი მოღვაწეობა
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო რელიგიათშორისი პატივისცემის,
მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში.
„ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და
მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს“, — ნათქვამია
მუსლიმთა სამმართველოს მიერ
გავრცელებულ სამძიმარში.
ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.
1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, იგი 49 წელი
უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.