რამაზანის და ნოვრუზის მილოცვა ამირან გიორგაძის მიერ და მადლიერება პატრიარქის გამო გამოხატული თანადგომისთვის
ამირან გიორგაძე მარნეულელებს ნოვრუზსა და რამადანს ულოცავს და პატრიარქის გამო გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, ადგილობრივ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამსა და რამადანის თვეს ულოცავს.

„ჩემო ძვირფასო მარნეულელებო, ჩემო აზერბაიჯანელო ძმებო და დებო, მოგვიანებით, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ რამადან ბაირამს და ნოვრუზის დღესასწაულს!

ნოვრუზი ხომ ერთობის, ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის დღეა. გულწრფელი მადლობა იმ თანადგომისთვის, რაც ამ დღეებში თითოეულმა თქვენგანმა გამოხატეთ და საერთო მწუხარება ერთად გავიზიარეთ.

სწორედ ასე თანადგომით, ერთობით, ერთმანეთის ლხინისა თუ ჭირის გაზიარებით საუკუნეების განმავლობაში ვცხოვრობთ და ჩვენი ვალია კიდევ უფრო მეტად გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობას, სითბოსა და სიყვარულს, რაც ფასდაუდებელია!“


აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო ქვეყანაში გამოცხადებული გლოვის გამო, ნოვრუზთან დაკავშირებული საზე

იმო ღონისძიებები გაუქმდა. საკრებულოს თავმჯდომარემ მარნეულის მუსლიმ თემს მიმართა და მადლობა გადაუხადა იმ დიდი თანადგომისთვის, რომელიც მათ საერთო მწუხარების ჟამს გამოიჩინეს.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები