მარნეულში განძრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 1970 წელს დაბადებულ რ.ხ.-ს.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ა. შემთხვევის

ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა — ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები