მერიის ჯანდაცვის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
მარნეულის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

იონე ლაშხი თანამშრომლებს მარნეულის მერმა დაურ ისმაილოვმა, პირველ მოადგილესთან, გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად წარუდგინა.

ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს და წერს, რომ ლაშხს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.

„იოანეს აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

იგი გამოირჩევა პროფესიონალიზმით და მაღალი პასუხისმგებლობით, რაც მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულებების ეფექტიანად მართვისთვის. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით სამსახური კიდევ უფრო განვითარდება. წარმატებები იოანეს და ჩვენს გუნდს.“
- განაცხადა დაურ ისმაილოვმა.

აღსანიშნავია, რომ ახალი თანამშრომლის წარდგენის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია, რადიო მარნეულს.

მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურს ნინო დეკანოიძე ხელმძღვანელობდა, ლაშხის წარდგენამდე კი მოვალეობას დავით აროშიძე ასრულებდა.

გარეკანის ფოტო: მერია
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები