მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახნავ-სათეს
მიწებს დაუხნავს.
გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 14 აპრილს
მიიღო. საკითხი განსახილველად საკრებულოს წევრმა, ადილ აილევმა
გამოიტანა და თემის განხილვა მერიის ქონების მართვისა და
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის
შემსრულებლმა დავით ხარშილაძემ განაგრძო და თქვა, რომ მუნიციპალიტეტი
მსგავს პროგრამას 2022 წლიდან ახორციელებს.
“ მარნეულის მუნიციპალიტეტი 2022 წლიდან სოფლის მხარდაჭერის
პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ახორციელებს 100 000
ქულამდესოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიწის ნაკვეთების მოხვნას,
რომელიც გულისხმობს 5 000 კვადრატულ მეტრამდე მიწის ფართობის მოხვნას.
გასულ წელს უფასოდ მოხნული იყო 32 000 გექტრამდე მიწის
ნაკვეთი” -თქვა დავით ხარშილაძემ.
მიწის ნაკვეთების დამუშავება ააიპ “სუფთა მარნეულს” ევალება, რომელიც
დახვნით სამუშაოებს 5 ერთეული ტრაქტორით განახორციელებს.
მიწის დამუშავების მსურველმა მოქალაქეებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში
მერის წარმომადგენლებს უნდა მიმართონ, ან უშუალოდ მერიაში
მივიდნენ.
14 აპრილის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით 5 საკითხი განიხილეს.
მათ შორის საუბარი შეეხო 2025 წლის ბიუჯეტის შესრულებას, ალგეთში
ნაპირსამაგრი სამუშაოების დაწყებას და სოფლის მხარდაჭერის პროგრამას.
დეპუტატებმა ყველა საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიღეს.