მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალს" - ის დაცვის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე ოპერაციის შემდეგ სტაბილურად მძიმეა
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალს"- ის დაცვის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძმეა. 11 აპრილს აქტივისტმა სიმირა ბაირამოვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარნეულის მერიის თანამშრომლის ძმამ კლინიკაში სასტიკად სცემა დაცვის თანამშრომელი.

რადიო “მარნეულის” ინფორმაციით, ცემის ფაქტზე რეაგირება სამართალდამცავ უწყებაში კლინიკამ მოახდინა. პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა კვლევები, ჯანმრთელობის სიმძიმიდან გამომდინარე კი ის თბილისში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ტრამვის გამო მას რამდენიმე ოპერაციის ჩატარება

დასჭირდა. ამ ეტაპზე კი მისი ჯანმრელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება.

რადიო მარნეულს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 117-ე ჯანმრთელობის განძრახ მძიმე დაზიანებით დაიწყო. დაკავებულია 1 პირი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები