მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოიწონა პროექტის განხორციელბა,
რომელიც ალგეთში ნაპირსამაგრი სამუშაოების დაწყებას გულისმობს.
საკითხი საკრებულოს სხდომაზე განსახილველად 14 აპრილს საკრებულოს
წევრმა, ადილ ალიევმა გამოიტანა და თქვა, რომ პროექტი ითვალისწინებს
სტიქიის პრევენციის მიზნით ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ბოლო პერიოდში ძლიერი წვიმების
შედეგად გამოწვეული პრობლემების ფონზე.
“მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 აპრილს, მარნეულის
მუნიციპალიტეტის მერიისგან შემოსულია წერილი, სადაც ითხოვენ სოფელ
ალგეთის პროექტის მოწონებას, რომელიც ეხება სტიქიის პრევენციის მიზნით
სოფელ ალგეთში ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას. როგორც
მოგეხსნებათ, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარის კალაპოტი ადიდდა და
სოფელ ალგეთში და არამხოლოდ, შექმნა სერიოზული პრობლემები, მიაყენა
ზიანი ინფრასტრუქტურას ასევე მოქალაქეებს. მერია ითხოვს მხარდაჭერას,
რომ დაიწყოს ნაპირსამაგრი სამუშაოები, რათა მსგავსი შემთვევა არ
განმეორდეს.” - განმარტა ალიევმა.
14 აპრილის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით 5 საკითხი განიხილეს.
მათ შორის საუბარი შეეხო 2025 წლის ბიუჯეტის შესრულებას, ალგეთში
ნაპირსამაგრი სამუშაოების დაწყებას და სოფლის მხარდაჭერის პროგრამას.
დეპუტატებმა ყველა საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიღეს.
გარეკანის ფოტო: საკრებულო