თბილისში ახალგაზრდების ინდივიდუალურ განვითარებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, „ვიფიქროთ განვითარებისთვის“ გაიმართა
12 აპრილს თბილისში მდებარე მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში გაიმართა ახალგაზრდების ინდივიდუალურ განვითარებისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო შეხვედრა. ღონისძიება სახელწოდებით „ვიფიქროთ განვითარებისთვის“ განხორციელდა ახალგაზრდული ცენტრის „Parlaq Gələcək“-ისა და საგანმანათლებლო და კულტურის ცენტრის „FilAra“-ს ერთობლივი ორგანიზებით, ასევე ფილიზ აბდულაევასა და არაზ მუსაევის ინიციატივით.

ორგანიზატორების განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდების ინტელექტუალურ დისკუსიებში ჩართვა და მათი ინდივიდუალური განვითარების მხარდაჭერა.

„საგანმანათლებლო ღონისძიება

სახელწოდებით „ვიფიქროთ განვითარებისთვის“ ახალგაზრდებში დიდი ინტერესით იქნა მიღებული. შეხვედრის დროს ახალგაზრდებმა საინტერესო დისკუსიები გამართეს და თანამედროვე საკითხებზე საკუთარი ინოვაციური მიდგომები წარმოადგინეს. მონაწილე ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადაეცათ“.


ორგანიზატორების ინფორმაციით, ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული მსგავსი ფორმატის შეხვედრების რეგულარულად ჩატარება იგეგმება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები