მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ წოფში
(ცოფი) წყალმომარაგების სისტემის მოწყობას გეგმავს. მერიის მიერ
გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ცოფში დაგეგმილია ახალი ჭაბურღილისა
და 5 კუბური მეტრის ტევადობის წყალშემკრები კამერა.
„წყალსადენის მაგისტრალი პოლიეთილენის მილებით; წყლის
გამანაწილებელი ქსელი, მოსახლეობის დაერთებები გათვალისწინებულია
ასევე 2 ცალი სახანძრო ჰიდრანტის მოწყობა. სოფელში საპროექტო უბნებზე
ცხოვრობს 230 კომლი, დაახლოებით 700 მოსახლე“. -
აღნიშნულია საპროექტო წინადადებაში
ტენდერის
მიხედვით, სოფელ წოფში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა 1
003 015 ლარადაა დაგეგმილი. სამუშაოებისათვის გათვალისწინებული თანხის
95% სახელმწიფო, ხოლო 5% ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან
დაიხარჯება.
სოფელ წოფში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების ტენდერში
მონაწილეობა კოპანიებს პირველიდან 6 მაისამდე პერიოდში შეეძლებათ.
გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების
გაფორმებიდან 210 დღის განმავლობაში შეასრულოს.
რადიო „მარნეული“