მარნეულის N4 საჯარო სკოლაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით
შინაგან საქმეთა სამინისტრომ
გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების მუხლით
დაიწყო.
რადიო “მარნეულის” ინფორმაციით, მცირეწლოვანი მოსწავლეები საგაკვეთილო
პროცესის დროს, შესვენებაზე, თამაშობდნენ რა დროსაც ერთმა მოსწავლემ
საკანცელარიო დანით შემთხვევით ფეხში
მსუბუქი დაზიანება მიაყენა მეორე
მოსწავლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო “მარნეულს” განუცხადეს, რომ
საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე
მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მსუბუქ
დაზიანებას გულისხმობს.
რადიო “მარნეული”