ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა
საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლო საავტომობილოზე“
უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე ბარგისა და ხელბარგის
დეტალური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული
415 გრამი ოქროს
საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 103 698 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.