“მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ” - მეუფე გიორგი ჯამდელიანი
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯანმდელიანი ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, არ ჩაერიოს ეკლესიის შიდა პროცესებში, მათ შორის – მომავალ პატრიარქის არჩევაში.

ეპისკოპოსის განცხადებით, ნებისმიერი ფორმით, პირდაპირი თუ ირიბი გავლენა ეკლესიის არჩევნებზე დაუშვებელია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ადამიანს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, შესაძლოა ჰქონდეთ სიმპათიები კონკრეტული კანდიდატების მიმართ, ეს არ უნდა გადაიზარდოს ჩარევაში.

მიმართვაში ყურადღება

ეთმობა უსაფრთხოების საკითხსაც. ეპისკოპოსი გიორგი ხელისუფლებას სთხოვს, უზრუნველყოს მომავალი გაფართოებული საეკლესიო კრების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება, რათა ეკლესიამ შეძლოს თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთება.

მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო:
ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ!პირიქით,დაიცვას უსაფრთხოება მომავალი გაფართოებული საეკლესიო კრების,რათა შევძლოთ მშვიდობიან გარემოში შეკრება და ღვთის შემწეობით არჩევანის გაკეთება.შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გააჩნდეთ ერთგვარი სიმპათია რომელიმე კანდიდატის მიმართ და ეს სრულიად ნორმალურია,რადგან ისინიც ჩვენი ეკლესიის შვილები არიან,თუმცა ყოვლად დაუშვებელია,ირიბადაც კი,ამ პროცესებში ჩარევა.

მოციქულთა 30-ე კანონი ბრძანებს: “ეპისკოპოსი,რომელიც საერო მთავრებს დაიხმარებს და მათი შემწეობით მიიღებს ძალაუფლებას,განკვეთილ და განყენებულ იქნეს; ასევე ყველა მისი თანამზრახველი.”

კანონის თანახმად ეპისკოპოსების,პატრიარქების გამორჩევის უფლება ყოველთვის ეპისკოპოსთა კრებას ეკუთვნოდა.ამაზე საუბრობს მეშვიდე მსოფლიო კრების მესამე კანონიც.ეკლესია ყოველთვის გმობდა,ეპისკოპოსის დადგინებისას,სახელმწიფო ხელისუფლების უკანონო ჩარევას.მოციქულთა კანონი ასეთ დანაშაულს სიმონიის ტოლფასად მიიჩნევს.ამიტომაც უწესებს კანონი მათ ისეთივე სასჯელს,როგორიც სიმონიისათვის არის დაწესებული - ხარისხიდან განკვეთას და ეკლესიიდან მოკვეთას.

ეს ის შემთხვევაა,როდესაც კანონი თმობს თავის პრინციპს: არ განსაზღვროს ერთი დანაშაულისათვის ორი სასჯელი - და დამნაშავეს ადებს ორმაგ სასჯელს,რადგან სიმონია აღემატება ყველა მძიმე დანაშაულს.

ყოველ მღვდელმთავარს არჩევნების შემდგომ უნდა ჰქონდეს განცდა,რომ ეს არის სულიწმინდით გამორჩეული პატრიარქი,ვისი კანონიკური მორჩილების ვალდებულებაც ექნება და არა “დანიშნული” პატრიარქი,რამაც შესაძლოა დიდი განსაცდელის წინაშე დააყენოს ეკლესია და განხეთქილებამდეც კი მიიყვანოს - რისგანაც დაგვიფაროს უფალმა!
მკვდრეთით აღდგომილმა და ჯოჯოხეთის ბჭეთა შემმუსვრელმა ქრისტე მაცხოვარმა მოგვცეს კეთილგონიერება,რათა ჩვენს შორის მუდამ სუფევდეს თანხმობა და ქრისტესმიერი ერთსულოვნება.ამინ! გიორგი,ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის. – “ წერია მარეულის ჰუჯაბის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1977 წლიდან იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური იყო.

პარტრიარქის გარდაცვალების შემდეგ მოსაყდრემ უნდა მოიწვიოს სინოდი პატრიარქობის იმ სამი კანდიდატის გამოსარჩევად, რომელიც უნდა წარედგინოს გაფართოებულ კრებას. სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის – თავისი თავიც. სინოდში ახლა 39 წევრია
სამი კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, წარედგინება გაფართოებულ კრებას. გაფართოებული კრება მოსაყდრემ უნდა მოიწვიოს შემდეგ ვადებში: საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები