რუსთავში ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურად შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ი.გ. და 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა რუსთავში ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით — 1107 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ბიო“.

პოლიციის მიერ ასევე

ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, მათ შორის წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორები და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები