მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაითალოში სასმელი წყლის ჭაბურღილის
მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით
დასრულდა.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 145,449 ლარს შეადგენდა. ტენდერში
მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს „ჭაბურღილებმა“ მიიღო,
რომელმაც მერიას 116,358 ლარი შესთავაზა თუმცა, ტექნიკური
დოკუმენტაციის გამო კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა, რის შედეგადაც
შესყიდვა არ შედგა.
პროექტის მიხედვით, სოფელ ბაითალოში წყალმომარაგების ჭაბურღილის
მოწყობა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები
მოქმედი სამშენებლო
ნორმებისა და წესების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს. მიწის
სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია ტერიტორიის გეოდეზიური
დაკვალვა.
“სამშენებლო პროცესის მიმდინარეობა რეკომენდებულია
განხორციელდეს საავტორო და ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ. ასევე,
სამშენებლო მოედანი დაცული უნდა იყოს ზედაპირული წყლების
ჩადინებისგან. წყლის მილების მოწყობისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს
გეოდეზიური კონტროლი.”
ინერტული სამშენებლო მასალების ხრეშის, ქვიშისა და ბეტონის
ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით,
ხოლო კეთილმოწყობისა და სპეციალური სამონტაჟო სამუშაოები შესაბამისი
სტანდარტების დაცვით უნდა შესრულდეს.