მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქ
მარნეულში, ჯავახიშვილის ქუჩაზე,
არსებული სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისათვის
ტენდერი მესამედ გამოაცხადა. ბოლო ორ ტენდერში მონაწილეობა არცერთმაა
კომოანიამ არ მიღო, რის გამოც ის არშემდგარად გამოცხადდა.
მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, საერთო ჯამში
909 მეტრი სიგრძის რკინა/ბეტონის სარწყავი არხის მოწყობაა დაგეგმილი,
საედანაც 761 მერტი მონოლითური რკ/ბეტონის, ხოლო 148 მეტრი ანაკრები
რკ/ბეტონის სარწყავი
არხი იქნება.
“სარწყავი არხი მოსაწყობია ქალაქ მარნეულში ჯავახიშვილის ქუჩაზე,
დღეის მდგომარეობით არსებული გრუნტის კიუვეტი, რომელიც გადის როგორც
დაუსახლებელ ტერიტორიაზე, აგრეთვე მოსახლეობის ნაკვეთებზე და ეზოებში,
დაზიანებულია და გასაწმენდია, რის გამოც სარწყავი წყალი ვერ მიედინება
დანიშნულების ადგილამდე და იტბორება მოსახლეობის მიმდებარე
საკარმიდამო ნაკვეთები. აგრეთვე დაზიანებულია სათავე ნაგებობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მოეწყოს ახალი სარწყავი
არხი”. - აღნიშნულია სარწყავი არხის მოწყობის პროექტში
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ჯავახიშვილის
ქუჩაზე მდებარე სარწყავი არხის რეაბილიტაციას 225 140 ლარად გეგმავს.
ტენდერში მონაწილეობის მიღება დაინტერესებულ პირებს 16-19 მაისის
პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის განმავლობაში
შეასრულოს.