მარნეულის მეორე ქესალოში ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა.

შემთხვევა 6 მაისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი განათების ბოძს დაეჯახა, რა დროსაც მძღოლი

გარდაიცვალა.

როგორც რადიო “მარნეულს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები