მარნეულის ქალაქის რუსთაველის ქუჩა №66-ში საკანალიზაციო სისტემაში
წარმოქმნილი დაზიანება მოსახლეობამ საკუთარი ძალებით მოაგვარა.
მოქალაქეების თქმით, პრობლემა მათი ხარჯით გადაიჭრა და დაზიანებული
საკანალიზაციო სისტემა გაიწმინდა.
აღინიშნება, რომ საკანალიზაციო ჭის გადავსების
შედეგად ბინძური წყლები ქუჩაში იღვრებოდა, ტერიტორიაზე წარმოიქმნა
წყლის გუბეები და იგრძნობოდა არასასიამოვნო სუნი.
აღნიშნული ტერიტორია
ყოველდღიურად აქტიური ზონაა, სადაც
გადაადგილდებიან ხანდაზმულები, ბავშვები და ახალგაზრდები, რის გამოც
მოსახლეობას გადაადგილებისას სერიოზული სირთულეები შეექმნა.
რადიო „მარნეული“ მარნეულში მერის წარმომადგენელთან, ელჩინ
ჯაფარლისთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ
უპასუხა.