მარნეული-სამგორის მიმართულებით მოძრავი მარშუტკების მგზავრობის
ღირებულებაც გაიზარდა.
რადიო „მარნეულს“ მგზავრებმა უთხრეს, რომ 3 ლარის ნაცვლად,
ტრანსპორტის ღირებულება 4 ლარია.
მარნეულში უკვე ერთ კვირაზე მეტია საქალაქთაშორისო მგზავრობის
საფასური 1 ლარით გაიზარდა. ტარიფის ზრდა შეეხო მარნეული–სადგურის
მოედნის მიმართულებასაც, რომლის ახალი ფასი 1 მაისიდან ამოქმედდა.
BPN-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ზოგიერთ
ბენზინგასამართზე საწვავის ფასმა უკვე 4 ლარს მიაღწია.
გამოცემა წერს,
რომ პირველი მაისის შემდეგ საწვავი საქართველოში 6-დან 20-თეთრამდე
გაძვირდა.
მათივე ცნობით, საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენცია
საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 9 მარტიდან აისახა და ბრენდულ
ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი რამდენიმე ეტაპად, საბოლოო
ჯამში, 9 მარტიდან დღემდე, 27-დან 84 თეთრამდეა გაზრდილი.