მარნეულში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძებნილი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის იძებნებოდა. აღნიშნული პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე იყო გამოცხადებული ძებნილად და მას დაუსწრებლად

უკვე ჰქონდა შეფარდებული წინასწარი პატიმრობა.


სამართალდამცველების მიერ გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების დასრულების შემდეგ, დაკავებული პირი კანონის შესაბამისად გადაყვანილია და ამჟამად მოთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები