სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში საკონდიტრო ნაწარმით,
სავარაუდოდ ტორტით, ინტოქსიკაციის შესაძლო შემთხვევაზე
მოკვლევა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში 6
ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, შეუძლოდ გახდა საკვების მიღების
შემდეგ.
"სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება მარნეულის
მუნიციპალიტეტში 6 ადამიანის, მათ შორის, ერთი ბავშვის საკონდიტრო
ნაწარმით სავარაუდო ინტოქსიკაციის შესახებ. ინფორმაციის
მიღებისთანავე, სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტმა დაიწყო
მოკვლევა, ინსპექტირების ჯგუფი ობიექტზე, სადაც, მოქალაქის
განმარტებით, ტორტი შეიძინეს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში,
არაგეგმურ ინსპექტირებას ჩაატარებს; გარდა ამისა, სააგენტო
კოორდინაციაშია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და ინფორმაციის დაზუსტებისთანავე,
დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას."
აღსანიშნავია, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოქალაქე
ნარმინ საფაროვამ, სოციალურ ქსელში გაავრცელა და საქართველოს სურსათის
ეროვნულ სააგენტოს მარნეულში მდებარე საკონდიტროს, „ოვენის“ ობიექტის
შემოწმება სთხოვა.
ამავე თემაზე:
მარნეულის
საკონდიტროში ნაყიდი ტორტით სავარაუდოდ 6 ადამიანი
მოიწამლა