პირველკლასელთა რამდენი ადგილია გამოყოფილი ახლად გახსნილი ქართული სექტორებისთვის მარნეულის სკოლებში
2026–2027 სასწავლო წლის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ორი ეტაპი უკვე დასრულდა. აღნიშნულ ეტაპებზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ჰქონდათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, ასევე იმ ბავშვებს, რომელთა და-ძმაც უკვე სწავლობს შესაბამის სკოლაში.

ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომელიც ტერიტორიულ პრინციპს ეფუძნება, თუმცა აღნიშნული ეტაპი მარნეულის მუნიციპალიტეტს არ ეხება.

საყოველთაო რეგისტრაცია კი, რომელიც ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი, 15 ივნისს დაიწყება.

ქალაქ მარნეულში სულ 8 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, ბოლო ცვლილებების მიხედვით, იმ სკოლებში, სადაც აქამდე ქართული სექტორი არ არსებობდა, მისი დამატება სავალდებულო გახდა.

გთავაზობთ სკოლების ჩამონათვალს და ქალაქის მასშტაბით თავისუფალი ადგილების რაოდენობას:

სსიპ - ქალაქ მარნეულის №1 საჯარო სკოლა

ქართული სექტორი - 50 ადგილი (თავისუფალი - 46)
აზერბაიჯანული სექტორი - 22 ადგილი (თავისუფალი - 18)

სსიპ - ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლა

ქართული სექტორი - 50 ადგილი (თავისუფალი - 12)
რუ

სული სექტორი - 25 ადგილი (თავისუფალი - 8)

სსიპ - ქალაქ მარნეულის №3 საჯარო სკოლა

ქართული სექტორი - 25 ადგილი (თავისუფალი - 24)
აზერბაიჯანული სექტორი - 80 ადგილი (თავისუფალი - 74)

სსიპ - ქალაქ მარნეულის №4 საჯარო სკოლა

ქართული სექტორი - 50 ადგილი (თავისუფალი - 48)
რუსული სექტორი - 100 ადგილი (თავისუფალი - 100)

სსიპ - ქალაქ მარნეულის №5 საჯარო სკოლა

ქართული სექტორი - 75 ადგილი (თავისუფალი 44)

სსიპ - ქალაქ მარნეულის №6 საჯარო სკოლა

ქართული სექტორი - 100 ადგილი (თავისუფალი - 59)
რუსული სექტორი - 25 ადგილი (თავისუფალი - 20)

სსიპ - ქალაქ მარნეულის №7 საჯარო სკოლა

ქართული სექტორი - 15 ადგილი (თავისუფალი - 15)
აზერბაიჯანული სექტორი - 35 ადგილი (თავისუფალი - 35)

სსიპ - ქალაქ მარნეულის №8 საჯარო სკოლა

ქართული სექტორი - 50 ადგილი (თავისუფალი - 50)
აზერბაიჯანული სექტორი - 50 ადგილი (თავისუფალი - 45)

რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი 15 ივნისს დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება .
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

წელს მარნეულში დაახლოებით 2000-მდე პირველკლასელთა მიღების მოლოდინი აქვთ როგორც კერძო სკოლებში, ასევე საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით 74 საჯარო სკოლა და 2 კერძო სკოლა ფუნქციონირებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები