მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ
საიმერლოში სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს.
მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, პროექტით
გათვალისწინებულია 213 მეტრი მონოლითური რკინა-ბეტონის ღარის
მოწყობა.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში, დღეის
მდგომარეობით არსებული გრუნტის არხი, რომელიც გადის მოსახლეობის
ნაკვეთებზე, დაზიანებულია, რის გამოც სარწყავი წყალი ვერ მიედინება
დანიშნულების ადგილამდე და იტბორება მოსახლეობის მიმდებარე
საკარმიდამო ნაკვეთები. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა არსებულ
არხს ჩაუტარდეს რეაბილიტაცია“.
- აღნიშნულია საიმერლოში
არხის მოწყობის პროექტში
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ
საიმერლოში სარწყავი არხის მოწყობას 44 296 ლარად გეგმავს.
ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო
წინადადებების წარდგენა პირველიდან 4 ივნისამდე პერიოდში შეეძლებათ.
გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან
90 დღის განმავლობაში შეასრულოს.
რადიო „მარნეული“