მარნეულის მერია ჭედილა ცხვრის ფასს ხელმეორედ იკვლევს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 26 მაისის ღონისძიებისთვის ცხვრის შესყიდვაზე გამოცხადებული ბაზრის კვლევა არ შედგა.

სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პროცესში არცერთი მომწოდებელი არ ჩაერთო.

„შეთავაზებების“ განყოფილებაში აღნიშნულია, რომ ჩანაწერები არ არსებობს, რის გამოც სავარაუდოა, რომ შესყიდვის პროცედურა არ შედგა.
ამავე სახის ბაზრის კვლევა

მუნიციპალიტეტმა ხელმეორედ, 19 მაისს გამოაცხადა.

ტენდერის პირობების მიხედვით, მერია ერთ ცხვარს (ჭედილა) შეიძენს, რომლის წონა არანაკლებ 40 კილოგრამი უნდა იყოს.

დოკუმენტაციის თანახმად, დაინტერესებულ პირებს ფასების წარდგენა 20-21მაისის პერიოდში შეეძლებათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები