მარნეულში ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეწარმავლის კბენის ორი
შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაცია ამის შესახებ მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში
რადიო „მარნეულს“ დაუდასტურეს.
მათი ინფორმაციით, პირველი შემთხვევა 20 აპრილს, ხოლო მეორე - 18
მაისს გამოვლინდა. ორივე დაზარალებულს შესაბამისი სამედიცინო
დახმარება გაეწია და ჩაუტარდა აუცილებელი ვაქცინაცია.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, შესაბამისი
ვაქცინები მუდმივად ხელმისაწვდომია და დაწესებულებას მარაგი ყოველთვის
აქვს. საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინები მარნეულში მოქმედ სამედიცინო
დაწესებულებებს მიეწოდებათ, მათ შორის „ჯეო ჰოსპიტალსა“ და
„ავერსს“.