რა საბუთებია საჭირო მარნეულის ბაღებში ბავშვის რეგისტრაციისათვის
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში 2026–2027 სააღმზრდელო წლისათვის რეგისტრაციისას მშობლებს/მეურვეებს მოეთხოვებათ შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:


1. ბავშვის 4 ცალი ფოტოსურათი (¾ ფორმატით)
2. ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100)
3. საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი ცნობა
4. დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
5. მშობლის/მეურვის პირადობის მოწმობის ასლი
6. სოციალურად დაუცველის სტატუსის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
7. იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
8. შშმ პირის სტატუსის

დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში)

რეგისტრაცია მარნეულის ბაგა-ბაღებში 1 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყება და 30 ივნისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. პროცესი განხორციელდება ადგილზე, სასურველ ბაგა-ბაღებში.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, რეგისტრაცია ორ ეტაპად ჩატარდება: პირველი ეტაპი 1–30 ივნისს, ხოლო მეორე ეტაპი 20–31 აგვისტოს პერიოდში.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით 14 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს. ყოველწლიურად გამოწვევად რჩება ადგილების სიმცირე, რის გამოც ასობით ბავშვი ვერ ახერხებს სკოლამდელ განათლებაზე წვდომას.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები