2025 წელს ქვემო ქართლში სამუშაო ადგილზე 6 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოს შრომის ინსპექციის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ქვემო ქართლში სამუშაო ადგილზე 6 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20 დაშავდა. შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, გასულ წელს ქვემო ქართლში 208 სამუშაო ადგილი შეამოწმეს, აქედან 119 შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის მიმართულებით, ხოლო 89 შრომით უფლებებზე ზედამხედველობის მიმართულებით.

სტატისტიკური მონაცემების მიზედვით, საქართველოში გასულ წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 32 და დაშავდა 179 პირი. გთავაზობთ რეგიონების მიხედვით

სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა სტატისტიკას:

კახეთი - 0 გარდაცვლილი, 5 დაშავებული
ქვემო ქართლი - 6 გარდაცვლილი, 20 დაშავებული
თბილისი - 8 გარდაცვლილი, 95 დაშავებული
მცხეთა-მთიანეთი - 5 გარდაცვლილი, 7 დაშავებული
შიდა ქართლი - 0 გარდაცვლილი, 4 დაშავებული
სამცხე-ჯავახეთი - 0 გარდაცვლილი, 2 დაშავებული
იმერეთი - 4 გარდაცვლილი, 26 დაშავებული
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5 გარდაცვლილი, 8 დაშავებული
აჭარა - 4 გარდაცვლილი, 12 დაშავებული
გურია - 0 გარდაცვლილი, 0 დაშავებული
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0 გარდაცვლილი, 0 დაშავებული.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო ადგილზე ყველაზე მეტი ადამიანი მშენებლობაზე იღუპება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით გასულ წელს მშენებლობაზე 21 ადამიანი გარდაიცვალა. ქვემო ქართლში გარდაცვლილი 6 პირიდან 4 სწორედ მშენებლობაზე გარდაიცვალა.
ფოტო: რადიო „მარნეულის“ არქივი


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები