საკრებულომ კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის „ბოლდკინგთან“ ხელშეკრულების გაფორმებას მხარი დაუჭირა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ტენდერში გამარჯვებულ შპს „ბოლდკინგთან“ ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა გასცა. საკითხი საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე განიხილა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვასილ ხახულაშვილი უძღვებოდა. მისი განმარტებით, საკითხის განხილვა აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საერთო ღირებულება მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს აღემატება, რაც საკრებულოს თანხმობას საჭიროებს.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია იყო გამოტანილი საკითხის ინიციატორი. ეს ეხება კულტურის სახლის რეაბილიტაციას. მოგახსენებთ, რომ ცენტრის რეაბილიტაცია თანადაფინანსებით კეთდება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად და აღემატებოდა მარნეულის მერიის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს, რისთვისაც საჭირო

იყო საკრებულოს თანხმობა. აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კულტურის სახლი დღეს უკვე ვეღარ პასუხობს გამოწვევებს და მოთხოვნებს.“
- თქვა ვასილ ხახულაშვილმა.

დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას კულტურის სახის სამუშაოების შესრულებისათვის 7 585 206 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს გამოცხადებული.

თანხის 95% სახელმწიფო, ხოლო 5% ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო. შპს „ბილდკინგმა“ მერიას სამუშაოების შესრულება 7 585 206 ლარად შესთავაზა, ხოლო შპს „სანი 2020“ მზად იყო სამუშაოები 6 887 888 ლარად შეესრულებინა, თუმცა მას ტენდერში ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

კულტურის ცენტრის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, ფასადის ძირითადი ნაწილი შეილესება, შეიფითხნება მიუნხენით, შეიღებება საფასადე წყალემულსიური სილიკატური საღებავით. მოეწყობა სარდაფში ჩასასვლელი კიბეები ლითონის მოაჯირებით, ასევე ჩრდილო-დასავლეთის მხარეს მდებარე არსებულკიბის კონსტრუქციაზე განთავსდება მოზაიკური კიბის საფეხურები, ხოლო მოაჯირები ლითონის მილკვადრატებისა და ალუკაბონდისაგან მოეწყობა. დაგეგმილია ამ კიბის ბაქნიდან გადასასვლელის მოწყობა მარცხენა მხარეს მიშენებულ ნაწილზე, გადასასვლელი აივანი მოეწყობა ლითონის კონსტრუქციით და მოპირკეთდება ლითონის ფურცლით.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები