დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ბაზრის კვლევას ატარებს სასმელი წყლის
დისპანსერების შესაძენად.
დოკუმენტაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტი დაინტერესებულია თეთრი ფერის
წყლის დისპანსერებით, რომლებიც აღჭურვილი იქნება ზედა ავზით
(ჩამოდგმით) და უჟანგავი ლითონის დეტალებით ან კორპუსით.
მერიის მოთხოვნის თანახმად,
დაგეგმილია 3 ერთეული დისპანსერის
შეძენა.
ბაზრის კვლევა ასევე მოიცავს 19-ლიტრიან ბოცებში ჩამოსხმული
არაგაზირებული სასმელი წყლის მიწოდებას. მოთხოვნის მიხედვით,
წარმოდგენილ ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს მრავალჯერადი
გამოყენების ჭურჭლის (ბოცების) ღირებულებაც.