მარნეულის კულტურის ცენტრში „დარიანი“-ს პრემიერა გაიმართება.
კულტურის ცენტრი „დარიანი“-ს პრემიერას გამართავს.
ნამუშევარი ეძღვნება ელენე ბაქრაძე-დარიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას, თანამედროვე მხატვრული ხედვით აცოცხლებს დიალოგს პოეზიაზე, მეხსიერებასა და იმ ხმებზე, რომლებიც ისტორიის განმავლობაში ხშირად უჩინრად რჩებოდნენ.

„დარიანი“ მაყურებელს სთავაზობს სივრცეს, სადაც კიდევ ერთხელ შეიძლება დაფიქრება სიტყვის ძალაზე, პოეზიის მუდმივ მნიშვნელობასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც დროს სცდება და დღემდე აგრძელებს ჩვენთან საუბარს. “ - წერს

კულტურის ცენტრი.

მონაწილეობენ:
  • ზურა ხაფთანი
  • თათია თათარაშვილი
  • მარიამ ჭოხონელიძე
  • ქეთევენ აბაშიძე
  • ლალი ბესელია
  • გიორგი გელაშვილი
  • ქრისტი ჯავახიძე
  • გიორგი თურმანიძე
  • ანა ჩაჩანიძე
  • საბა საპონჯიანი
  • მაკა სტეფანია
  • ირაკლი ნავერიანი
სპექტაკლი 13 ივნისის, 15:00 საათზე დაიწყება.

დასწრების მსურველებმა უნდა მიწეროთ მარნეულის კულტურის ცენტრის ფბ/გვერდს პირად შეტყობინებებში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები