საქართველოში თურქულის დაავადების პრევენციის მიზნით ტრანსსასაზღვრო
რეგიონული სიმულაციური სწავლება მიმდინარეობს.
სწავლების პირველი ეტაპი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის მოადგილისა და საქართველოს მთავარი ვეტერინარი ოფიცრის,
ლაშა ავალიანი ხელმძღვანელობით ტარდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მოსაზღვრე ქვეყნების
ვეტერინარული სამსახურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ საგანგებო სიტუაციების დროს
მოქმედ პროტოკოლებს და ქვეყნებს შორის კოორდინირებული რეაგირების
მექანიზმებს.
სწავლების მეორე ეტაპი საველე
ღონისძიებებს მოიცავს და ერთდროულად
მიმდინარეობს საქართველოში და სომხეთი. მარნეულის მუნიციპალიტეტიში
ქართველი და უცხოელი ვეტერინარები ერთ-ერთ ფერმაში სიმულაციურ
სწავლებას ატარებენ. სწავლების ფარგლებში ხდება ცხოველების კლინიკური
დათვალიერება, ნიმუშების აღება და ეპიდემიოლოგიური მოკვლევა,
განსაკუთრებული ყურადღება კი ბიოუსაფრთხოების წესების დაცვას
ეთმობა.
სპეციალისტების განმარტებით, თურქული წყვილჩლიქიანი ცხოველების
ვირუსული, ჰაერწვეთოვანი და ინფექციური დაავადებაა, რომლის
გავრცელებამ შესაბამისი ღონისძიებების გარეშე შესაძლოა პირუტყვის
მასობრივი ინფიცირება და მეცხოველეობის სექტორისთვის მნიშვნელოვანი
ეკონომიკური ზარალი გამოიწვიოს.
არსებული რისკების გათვალისწინებით, მათ შორის მოსაზღვრე ქვეყნებში
დაავადების შემთხვევების, ცხოველების მომთაბარე სისტემით შენახვის,
გადასარეკი ტრასებისა და ცხოველთა ბაზრობების არსებობის გამო,
თურქულის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია მასობრივად ტარდება
აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, ასევე სამცხე-ჯავახეთისა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში.
დასავლეთ საქართველოში — იმერეთის, გურიას და სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონებში — ვაქცინაცია რისკის ზონებში არსებულ პირუტყვსა და
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკასა და სამაჩაბლოს მოსაზღვრე სოფლების
მოსახლეობის საქონელს უტარდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მსხვილფეხა და წვრილფეხა
პირუტყვის უფასო ვაქცინაცია წელიწადში ორჯერ ტარდება. პარალელურად
მიმდინარეობს ცხოველთა გადაადგილების კონტროლი და ბიოუსაფრთხოების
პუნქტებზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.