აზერბაიჯანის ყოფილი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის ყოფილი დიპლომატი 11 ივნისს ბაქოში
საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალური
მიზეზი
ჯერჯერობით არ სახელდება. გარდაცვლილის დაკრძალვა დღეს, 12 ივნისს
ბაქოში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ დურსუნ ჰასანოვი წარმოშობით საქართველოს მარნეულის
მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთიდან იყო. ის 2017–2020 წლებში
აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა
საქართველოში.