ქალაქ მარნეულში იაღლუჯის დასახლებაში არსებული საბავშვო ბაღის
შენობის რეაბილიტაციის დარჩენილი სამუშაოების შესყიდვის ტენდერი არ
შედგა.
მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიღო.
მარნეულის მერია დამატებით 172 738 ლარის დახარჯვას გეგმავს იმ
საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის, რომლის რებილიტაციისათვის უკვე
277 298 ლარი გადაიხადა.
ჯერჯერობით ახალი ტენდერის გამოცხადების ვადები უცნობია.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, იაღლუჯის დასახლებაში საბავშვო ბაღი 2022
წელს აშენდა.
სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა
საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით
გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის“ ფარგლებში
განხორციელდა.
პროექტი განახორციელა დანიის ლტოლვილთა საბჭომ გერმანიის განვითარების
ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით.
საბავშვო ბაღის აშენების მიუხედავად იაღლუჯის დასახლებაში სკოლამდელი
განათლების დაწესებულება არ გახსნილა და შენობა ამ დრომდე
დაკეტილია.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრვმა თვითმმართველობამ 2022 წელს
დანიისა და გერმანიის მხარდაჭერით აშენებული საბავშვო ბაღის
რეაბილიტაცია, რომელიც წლების განმავლობაში უფუნქციო იყო, 2024 წელს
დაიწყო. 2024 წლის სექტემბერში თვითმმართველობამ 124 799 ლარი
გადაიხადა ამავე ბაღის ეზოს კეთილმოწყობისათვის, ხოლო 2025 წლის
აპრილში მერიამ 152 499 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა შპს
„ბესტჰაუსი 2024“-ს საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო
სამუშაოებისათვის.
მარნეულის მერიამ 2026 წლის 28 მაისს კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა
იაღლუჯის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის. ადგილობრივი
თვითმმართველობა ამ ეტაპზე 172 738 ლარის დახარჯვას გეგმავს ბაღის
შენობის რეაბილიტაციის დარჩენილი სამუშაოების შესყიდვისათვის.