მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ბუნებრივი აირის აღდგენა
დაიწყო.
როგორც რადიო „მარნეულს“ კომპანია „სოკარში“ განუცხადეს, ბუნებრივი
აირი ყიზლაჯლოში გაზის გამანაწილებელ კომპანია „მამედს“ უკვე
მიაწოდეს. „მამედმა“ რადიო მარნეულს, განუცხადა, რომ გაზის მიწოდება
მომხმარებლებისთვის აღდგა.
სოფლ ყიზილაჯლოს მოსახლოებას გაზი 9 ივნისიდან არ მიეწოდება. ამის
მიზეზად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ
ეროვნულ კომისიაში (სემეკ) შპს „მამედის“ თვითნებური და კანონთან
შეუსაბამო ქმედებებს
ასახელებენ.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობის
ინტერესების დაცვისა და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით,
სემეკმა მიმართა შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ და სოფლისთვის
ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება.” - აცხადებენ
სემეკში.
კომისიის ცნობით, კომპანიას თვეების განმავლობაში არ შეუსრულებია
კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები და არ გადაუხდია
მომხმარებლებისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასური შპს „სოკარ
გაზ ექსპორტ-იმპორტისთვის“, რის შედეგადაც მას 600 ათას ლარზე მეტი
დავალიანება დაუგროვდა. სწორედ აღნიშნული დავალიანების გამო შეუწყდა
კომპანიას ბუნებრივი გაზის მიწოდება.
სემეკის განცხადებით, უახლოეს საჯარო სხდომაზე განხილული იქნება შპს
„მამედში“ სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხი, რათა გრძელვადიან
პერსპექტივაში უზრუნველყოფილი იყოს სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობის
ბუნებრივი გაზით უწყვეტი და საიმედო მომარაგება.