შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით,
არასრულწლოვანი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანასკოლელს 2025 წლის
სექტემბრიდან, დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით,
სისტემატიურად სძალავდა ფულსა და ძვირფასეულობას. დაზარალებულმა
მოსწავლემ დაკავებულს სხვადასხვა დროს ჯამში 1 350 ლარი და 10 000
ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გადასცა.
სამართალდამცველებმა
კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის
ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე აიყვანეს. გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.