მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის
მოთხე ეტაპი, საყოველთაო რეგისტრაცია მიმდინარეობს.
მოსწავლეთა რეგისტრაციის ვებ-გვერდი დილის 09:00 საათზე გაიხსნა და ამ
დროის მონაცემებით მარნულის ექვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
პირველკლასელთა მიღების ლიმიტები ზოგ შემთხვევაში ამოიწურა, ზოგან კი
მხოლოდ რამდენიმე ადგილია დარჩენილი.
სრულადაა შევსებული ქალაქ მარნეულის №5 საჯარო სკოლის პირველკლასელთა
ლიმიტი -75 ადგილი
თავისუფალი ადგილები აღარ არის დარჩენილი ქალაქ მარნეულის №2
საჯარო
სკოლაში.
შევსებულია როგორც ქართული, ასევე რუსული სექტორები. მისაღებ
პირველკლასელთა რაოდენობა 75.
100 მოსწავლე დარეგისტრირდა ქალაქ მარნეულის №6 საჯარო სკოლის ქართულ
სექტორზე. თავისუფალი ადგილი იძებნება ამავე საგანმანათლებლო
დაწესებულების რუსულ სექტორზე - 7 ადგილი
სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში კი 25 თავისუფალი ადგილიდან
მხოლოდ 1-ია დარჩენილი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას
უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
დარეგისტრირებულ სკოლაში დოკუმენტების წარდგენს ვადა: 06 ივლისი - 17
ივლისი
მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია შესაბამის სკოლაში
წარადგინოს:
• განცხადება;
• მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
• ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში
წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.