მარნეულის მუნიციპალიტეტმა სოფელ ალგეთში ნაპირსამაგრი
სამუშაოებისთვის 448 221 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს „მარგალი-თი ჯგუფის“ მიერ
მომზადდა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანიას
შორის 2024 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე
განხორციელდა.
პროექტის მიხედვით, სამუშაოები სოფელ ალგეთში მდებარე სკვერისა და
მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. არსებული მდგომარეობით,
სკვერისა და მდინარის ნიშნულები თითქმის ერთ სიმაღლეზეა, რის
გამოც
წყლის მოვარდნის დროს ტერიტორიის დატბორვისა და დაზიანების საფრთხე
არსებობს.
“საპროექტო ობიექტი მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტში,
სოფელ ალგეთში, სადაც მშენებარე სკვერისა და მდინარის დონე თითქმის
ერთ სიმაღლეზეა. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, აუცილებელია
ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობა, რათა სკვერი დაცული იყოს წყლის
მოვარდნისგან - ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ხიდის ზედა ნაწილში არსებული საფეხბურთო
მოედნის კუთხის გამაგრებას, რომელიც წარსულში წყლის მოვარდნის შედეგად
დაზიანდა. აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა ქვის ლოდებით დამბა, რაც
მოედნის დაცვისა და ნაპირის სტაბილიზაციის ფუნქციას შეასრულებს. გარდა
ამისა, აღდგება დაზიანებული ღობეც.
ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 1-6 ივლისი პერიოოდში
შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების
გაფორმებიდან 160 კალენდარულ დღეში შეასრულოს.