მარნეულში დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ქორწილამდე ერთი დღით ადრე
გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე დაიწყო, სადაც მუსიკის არჩევასთან
დაკავშირებით კაცებს შორის უთანხმოება წარმოიშვა.
სიტყვიერი კამათი მალევე გამწვავდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში
გადაიზარდა.
შემთხვევა მარნეულის ერთ-ერთ სოფელში 13 ივნიის მოხდა.
როგორც რადიო “მარნეულს” შინაგან საქმეთა
სამინისტროში განუცხადეს,
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანებას გულისხმობს.
ორივე ადამიანს ბრალი აქვს წაყენებული და ამჟამად სამედიცინო
დაწესებულებაში იმყოფებიან.