მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალს" - ის დაცვის თანამშრომლი, რომელსაც ორი თვის წინ სცემეს, გარდაიცვალა
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალს" - ის დაცვის თანამშრომლი, რომელსაც ორი თვის წინ სცემეს, გარდაიცვალა.

ინფორმაციას “მარნეული ნიუსი” ავრცელებს და წერს, რომ 63 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 11 აპრილს აქტივისტმა სიმირა ბაირამოვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარნეულის მერიის თანამშრომლის ძმამ კლინიკაში სასტიკად სცემა დაცვის თანამშრომელი.

რადიო “მარნეულის” ინფორმაციით, ცემის ფაქტზე რეაგირება სამართალდამცავ უწყებაში კლინიკამ მოახდინა. პაციენტს მაშინ ადგილზე ჩაუტარდა

კვლევები, ჯანმრთელობის სიმძიმიდან გამომდინარე კი ის თბილისში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 117-ე ჯანმრთელობის განძრახ მძიმე დაზიანებით დაიწყო. დაკავებულია 1 პირი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები