სოფელ ხანჯიგაზლოში სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად საპროექტო ტენდერი გამოცხადდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა.

პროექტის ამ ეტაპისთვის ბიუჯეტიდან 40 000 ლარია გამოყოფილი.

საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, უშუალოდ სოფელში სასმელი წყლის სისტემის სამუშაოების განხორციელება იგეგმება.

ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ჯამური ღირებულება 1 000 000 ლარს შეადგენს. ტექნიკური დავალების თანახმად, მომავალმა პროექტმა უნდა

უზრუნველყოს სოფელში სასმელი წყლის ჭაბურღილისა და შიდა ქსელის მოწყობა სტანდარტების შესაბამისად.


გარდა ამისა, გათვალისწინებულია საქლორატორო შენობის მშენებლობა, ტექნოლოგიური ნაწილის გამართვა, წყლის მრიცხველების დამონტაჟება და საჭიროების შემთხვევაში, წყალასაწნევი კოშკის აგება და სათაო ნაგებობის პერიმეტრის შემოღობვა.

გამარჯვებული საპროექტო ორგანიზაცია ვალდებულია ადგილზე სრულად შეისწავლოს არსებული მდგომარეობა შპს „მარნეული სოფწყალის“ თანამშრომლებთან ერთად. პროექტის საბოლოო მიღება-ჩაბარებაც სწორედ აღნიშნულ კომპანიასთან შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები