მარნეულის მერიამ სოფელ ყიზილაჯლოში შიდა გზების რეაბილიტაციისთვის
ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის შესასრულებლად გამოყოფილი სავარაუდო თანხა 1,731,970.00 ლარს
შეადგენს. სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ
რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლის რამდენიმე შიდა გზას, მათ შორის
თბილისის,
სულხან-საბას,
იდრის
ზეინალოვის, ჟორდანიასა და
ვაგიფის ქუჩებს.
პროექტი ითვალისწინებს გზებზე ასფალტობეტონის საფარის დაგებას,
სანიაღვრე სისტემების (რკინაბეტონის კიუვეტებისა და მილების)
მოწყობას, ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწესრიგებას, ასევე
საგზაო
ნიშნების დამონტაჟებას.
სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან
120 კალენდარული დღე.
პროექტი 100%-ით მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
ფინანსდება.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა სატენდერო განაცხადები
2026 წლის 24 ივლისის 12:00 საათამდე უნდა წარადგინონ.