უცვლელი ფასი ნიორზე და საზამთრო ირანიდან - რა ღირს ხილ-ბოსტნეული მარნეულის ბაზარში
მარნეულის აგრარული ბაზარი ქვემო ქართლში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და აქტიური სავაჭრო სივრცეა, სადაც პროდუქტის შესაძენად მყიდველები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდანაც კი ჩამოდიან. დედაქალაქთან შედარებით, აქ ფასები ტრადიციულად ყოველთვის უფრო ხელმისაწვდომია.

რადიო „მარნეული“ დღეს, 3 ივლისს, ბაზარში არსებულ საფასო პოლიტიკასა და სეზონურ ტენდენციებს გაეცნო. მოვაჭრეების თქმით, ყველაზე სტაბილური ფასი ნიორს აქვს, რომელიც უკვე კარგა ხანია 10 ლარი ღირს.

სრულიად საპირისპირო ვითარებაა საზამთროს ბაზარზე — წინა წლებთან შედარებით, ის წელს საგრძნობლად გაძვირდა. როგორც გამყიდველები განმარტავენ, კახეთში მოსულმა სეტყვამ ადგილობრივი მოსავალი მნიშვნელოვნად დააზიანა, რის გამოც ბაზარი ამჟამად ირანულ იმპორტზეა გადასული. თუმცა, რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და ლოგისტიკური სირთულეების გამო, შემოტანილი პროდუქტის თვითღირებულებაც საკმაოდ მაღალია.



ამ დროისთვის მარნეულის ბაზრის დახლები სრულად არის დატვირთული სეზონური პროდუქტებით. გთავაზობთ ხილ-ბოსტნეულის მიმდინარე ფასებს 1 კილოგრამის (ან ვედროს) მიხედვით:



ხილი:
ატამი — 2-2.50 ლარი

საზამთრო — 1.50 ლარი

ნესვი — 1.50 – 3 ლარი

ბანანი — 4.50 ლარი

ბსხალი — 5 ლარი

ბალი — 5-6 ლარი

გარგარი — 6-7 ლარი

მარწყვი (1 ვედრო) — 15 ლარი

მაყვალი (1 ვედრო) — 15 ლარი



ბოსტნეული:
კარტოფილი — 1 ლარი

კომბოსტო — 1 ლარი

მწვანილი (1 შეკვრა) — 1 ლარი

პომიდორი — 1.50 ლარი

კიტრი — 1.50 ლარი

ხახვი — 1.50 ლარი

ყაბაყი — 1.50 ლარი

სტაფილო — 2 ლარი

ჭარხალი — 2 ლარი

ბადრიჯანი — 3 ლარი

მწვანე წიწაკა — 3 ლარი

წითელი წიწაკა — 8 ლარი

ნიორი — 10 ლარი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები