მარნეულის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესი
დასრულდა.
მარნეულის მაღალმთიან სოფლებში არსებული ექვსი საჯარო სკოლის
მონაცემების მიხედვით, პირველკლასელებისთვის გამოყოფილი 220 ადგილიდან
მხოლოდ 32 შეივსო, ხოლო 188 ადგილი თავისუფალი დარჩა.
ყველაზე მეტი პირველკლასელი სოფელ ცოფის საჯარო სკოლაში დარეგისტრირდა
- აზერბაიჯანულ სექტორზე 20 ადგილიდან 9 ადგილი შეივსო. სკოლაში
ქართულ და სომხურ სექტორებზე პირველკლასელთა რეგისტრაცია არ
დაფიქსირებულა.
სოფელ ახკერპის საჯარო სკოლაში
პირველკლასელთა რეგისტრაცია მხოლოდ
სომხურ სექტორზე განხორციელდა. არსებული 25 ადგილიდან 10 შეივსო, ხოლო
15 ადგილი თავისუფალი დარჩა. ქართული სექტორი კი, სადაც ასევე 25
ადგილი იყო გათვალისწინებული, სრულად თავისუფალია.
სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა რაოდენობამ 6 მოსწავლე
შეადგინა. სომხურ სექტორზე 10 ადგილიდან 5 შეივსო, აზერბაიჯანულ
სექტორზე კი 15 ადგილიდან მხოლოდ 1 მოსწავლე დარეგისტრირდა.
სოფელ წერაქვის საჯარო სკოლაში 25 ადგილიდან მხოლოდ ერთი
პირველკლასელი დარეგისტრირდა.
სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლაში, სადაც ქართულ და რუსულ სექტორებზე
ჯამში 40 ადგილი იყო გამოყოფილი, არცერთი პირველკლასელი არ
დარეგისტრირებულა.
სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლაში ქართულ სექტორზე 20 ადგილი, ხოლო
სომხურ სექტორზე 30 ადგილიდან 24 ადგილი თავისუფალი დარჩა.
მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.
მუნიციპალიტეტი დაახლოებით 2000-მდე პირველკლასელს მიიღებს.