დმანისის მერიამ სარეცხი მანქანა და წყლის გამაცხელებელი 1 100 ლარად იყიდა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეცხი მანქანა და წყლის გამაცხელებელი 1 100 ლარად შეიძინა.

ტექნიკა ადგილობრივმა თვითმმართველობამ ინდივიდუალური მეწარმის, იზოლდა ოგნაძისგან, იყიდა.

სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მიხედვით, მუნიციპალიტეტმა 5-კილოგრამიანი სარეცხი მანქანა და 12-ლიტრიანი, ორკამერიანი გაზის წყლის გამაცხელებელი შეიძინა.
როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, ტექნიკა ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა.

დოკუმენტის თანახმად, ტექნიკის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5

სამუშაო დღეში უნდა განხორციელდეს. მიწოდების ადგილად დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაა განსაზღვრული.

შესყიდვა გამარტივებული წესით, ჩატარებული ბაზრის კვლევის საფუძველზე განხორციელდა. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სარეცხ მანქანაზე 2-წლიანი, ხოლო გაზის წყლის გამაცხელებელზე 6-თვიანი გარანტია ვრცელდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები