მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანება მუნიციპალიტეტის საბავშვო
ბაღებისთვის სასურსათო პროდუქტებზე საბაზრო ფასების კვლევას
ატარებს.
ფასების კვლევა მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა - ხორბლის ფქვილი,
შვრიის ფანტელი, მანანის ბურღული, რძის პროდუქტები, შაქარი, მაკარონი,
რაფინირებული ზეთი, ხილის წვენი, ტომატი, ხილფაფა, თევზის ფილე,
საქონლის რბილი ხორცი, ქათმის ფილე, ბურღულეული, კარტოფილი,
ბოსტნეული, ხილი და ქათმის კვერცხი.
კვლევის ფარგლებში პროდუქციის მიწოდება გათვალისწინებულია მარნეულის
მუნიციპალიტეტის 14
საბავშვო ბაგა-ბაღისთვის, მათ შორის ქალაქ
მარნეულის №1, №3 და №4 ბაგა-ბაღებისთვის, ასევე სოფლების – წერეთლის,
საიმერლოს, ყიზილაჯლოს, თამარისის, შაუმიანის (ორი ბაგა-ბაღი),
შულავრის, ხიხანის, კაპანახჩის, ალგეთისა და სადახლოს საბავშვო
ბაღებისთვის.
ბაზრის კვლევის მიხედვით შესასყიდი პროდუქტები მოიცავს
სექტემბერ-დეკემბრის პროდუქტებს.
ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტი ტენდერებს
გამოაცხადებს.