ჭავჭავაძისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე „Toyota Prius“-ისა და
„Mercedes“-ის მარკის ავტომობილები
ერთმანეთს შეეჯახნენ.
მანქანებში მხოლოდ მძღოლები იმყოფებოდნენ. მათ დაზიანებები არ
მიუღიათ. ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია.
თვითმხილველების თქმით, აღნიშნულ გზაჯვარედინზე ავარიები ხშირად
ხდება, რადგან ამ მონაკვეთზე უსაფრთხოების პრობლემები არსებობს.